არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ

11/05/2016

პარლამენტში არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ და მათი რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

“კონსენსუსი მოხდა იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენს წინაშე დევს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ მაჟორიტარ დეპუტატს, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ დათანხმდნენ, რომ 2016 წლის შემდეგ პირველი საერთო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს. ეს არის ორეტაპიანი რეფორმა, რომლის ფარგლებში ყველა დაინტერესებული მხარე იღებს ყველაფერს, რაც მას აინტერესებს – მაჟორიტარების დაინტერესება იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმებულიყო და ჩვენ ვეუბნებით, რომ მაჟორიტარული არჩევნები 2016 წლისათვის არ გაუქმდება. ვინც პროპორციული სისტემის მომხრეა, მათი დაინტერსება იქნება დაკმაყოფილებული, თუკი კონსტიტუციაში ცვლილებებს განვახორციელებთ. ჩვენი საერთაშორისო მეგობრები დარწმუნდნენ, რომ 2016 წელს არჩევნები თანაბარი მანდატით ჩატარდება”, – განაცხადა ძიძიგურმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილბების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით არის ინიცირებული და ის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 4%-მდე შემცირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0