ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს “ხსოვნის ველზე” არსებული სიმბოლური საფლავები. ხოლო, საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ომის ვეტერანებთან საზეიმო შეხვედრა და მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია “გმირებად დაბრუნებულნი” გაიმართა. წელს, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 ვეტერანიდან ღონისძიებას 2 დაესწრო. ომის ვეტერანებს საკუთარ ანგარიშზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 600-600 ლარი, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150-150 ლარი, ხოლო შპს “შავი ზღვის ტერმინალისგან” 100-100 ლარი ჩაერიცხებათ.
ხობში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს
09/05/2016