თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ვაკის პარკში 9 მაისთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც ვაკის პარკში მოეწყო.
საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს გამარჯვების დღე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, ცენრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიულოცეს.
საკრებულოს წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
09/05/2016