გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რაიმე ფორმით ჩარევას არ საქმესთან დაკავშირებით

08/05/2016

თავისფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის რაიმე სახით სასამართლო პროცესში ჩარევას.
“ბიძინა ივანიშვილის რაიმე ფორმით ჩარევას არ საქმესთან დაკავშირებით, და მით უფრო სასამართლო პროცესი როდესაც მიმდინარეობს, გამოვრიცხავ, და მგონია რომ როდესაც ესეთი განცხადება კეთდება, პასუხისმგებლობის მატარებელმა პოლიტიკოსმა უნდა ისაუბროს ფაქტებით და რაიმე მტკიცებულებებით, თორემ ესე ყველაფრის თქმა შეიძლება. არ არის ის ვითარება რაც იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს, როდესაც ხდებოდა დიქტატით გადაწყვეტილების მიღება და მგონი ბევრი გადაწყვეტილებაა გამოსული ამის მადასტურებლად, რომ სულაც არ არის ხელისუფლებისთვის საამებელი ესეთი გადაწყვეტილებები ამიტომ მგონია რომ ესეთი განცხადება არ არის არც სამართლიანი და არც ობიექტური” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0