საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ვისაც აქვს ქართული ბიომეტრული პასპორტი.
როგორც ელჩმა განაცხადა, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ექნება ასევე საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფება იგი.
“მნიშვნლეობა არ აქვს კონკრეტულად სად იქნება და სად ცხოვრობს ეს მოქალაქე. ეს არ არის გადამწყვეტი. მთავარია, მას ჰქონდეს ბიომეტრიული პასპორტი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ერთობლივი პროცესით არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციაზე, არამედ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა აპექტების მეშვეობით, შევძლებთ, ხელი შევუწყოთ, შევქმნათ საფუძვლები იმისთვის, რომ გადაიჭრას ეს კრიზისი. მე ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ასე ახლოს ვმუშაობთ საქართველოსთან, ნაბიჯებს ვდგამთ, განვავითაროთ საქართველოს ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, რომ საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, ხდება სათანადო განცალკევება სახელისუფლო შტოების, საქართველოში არის ახალი დონე დემოკრატიის, ყველაფერი ეს იქონიებს დადებით ზეგავლენას ამ პროცესებზე”,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საერთაშორისო პოზიცია მკაფიოა, ის აღიარებს საქართველოს ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„მოგეხსნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ დახმარებას საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე, ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას ამ რეგიონების მიმართ და ჩვენ გვყავს ერთი-ერთი ყველაზე დიდი მონიტორინგის მისია საქართველოში. ევროკავშირის პოლიტიკა არის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეს პოლიტიკა ხელს უწყობს არაღიარებას, მაგრამ ამავე დროს რეგიონების ჩართულობას”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.