კლდეეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 182 134 ლარი დაიხარჯება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია გზის ბეტონის საფარით მოწყობა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ზრუნავს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორისაა, როგორც გზების კეთილმოწყობა, ასევე საყრდენი კედლების მოწესრიგება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მშენებლობა. დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია და სხვა პროექტების განხორციელება.
კლდეეთის გზის კეთილმოწყობაზე 182 134 ლარი დაიხარჯება
06/05/2016