საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს “თელასი” სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი გახდა სს “თელასის” მიერ შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას” აბონენტად რეგისტრაციისა და ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ვადების დარღვევა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სს “თელასს” დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში მოახდინოს შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას” აბონენტად რეგისტრაცია და მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას” 1 თვის ვადაში უნდა უზრუნველყო ობიექტის გარე ელექტრომომარაგების ქსელის ტექნიკური პროექტის ობიექტზე განთავსება.
პირობების დარღვევის გამო “თელასი” 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
05/05/2016