ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სახალხო დამცველის ანგარიშის საპარლამენტო განხილვის პროცესს აფასებს. ეკა ბესელიას თქმით ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი მზად არის მოისმინოს ომბუცმენის ანგარიში ამა თუ იმ სფეროში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
„თქვენ ხედავთ თუ როგორი მაღალი წარმომადგენლობით იხილება ომბუცმენის ანგარიში, ასეთი რამ არასდროს არ ყოფილა პარლამენტში როდესაც ხელისუფლების სხვა შტოს იგივე სასამართლო ხელისუფლების პირველი პირი თავად ესწრება ანგარიშს. ისევე როგორც ამ კვირის განმავლობაში რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელი პირი თავად წარმოადგენს პასუხებს ამ ანგარიშში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით“ – აცხადებს ეკა ბესელია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე მიიჩნევს რომ უნდა არსებობდეს უფრო მაღალი სასჯელი.
“სწორედ იმიტომ რომ ვიზიარებთ ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებას,რომელიც მიიჩნევს რომ უნდა არსებობდეს უფრო მაღალი სასჯელი,როდესაც საქმე ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას,ამიტომ არის ინიცირებული ის პროექტი,რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, ოთხი იყო მხოლოდ წინაღამდეგი და შემდეგი სესიისთვის მე იმედი მაქვს რომ მეორე მოსმენით მიიღებს. მე ვარ მზად, როგორც კომიტეტის სახელით და ამ პროექტის ინიციატორი რომ სწრაფად მივიღოთ ეს ცვლილებები.”-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე-ეკა ბესელიამ