დღეს, ბოლნისში, გერმანელი რეჟისორი და პროდიუსერი ფრიდჰელმ ბრიუკნერი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, სამუშო კაბინეტში შეხვდა. რეჟისორი ამჟამად საქართველოში კონკრეტული მიზნით იმყოფება. ფრიდჰელმ ბრიუკნერი გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლისთავთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს, სადაც აღწერილი იქნება გერმანელთა მიგრაცია ამიერკავკასიაში, მათი ცხოვრება, წეს-ჩვეულებები და ის გერმანული ნაკვალევი, რომელიც საქართველოში დღემდეა შემორჩენილი.
ბოლნისი, თბილისი და ასურეთი რეჟისორის ობიექტივში მოხვდება. გადაღებები საქართველოში ივნისში დაიწყება. ფილმის პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
სტუმრებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს სწორედ ამ ფილმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მისი დასახელების სამუშო ვერსიაა ,,გერმანული ნაკვალევის 200 წელი“.
ფილმი გერმანიის ერთ-ერთ ცენტრალურ ტელეარხზე გავა. ასევე საჩუქრად გადაეცემა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ბოლნისის მუნიციპალიტეტს.
-ეს იქნება ფილმი, რომელიც დროს გაუძლებს და წლების შემდეგაც საინტერესო სანახავი იქნება“,- აცხადებს ფილმის რეჟისორი ფრიდჰელმ ბრიუკნერი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გერმანელ რეჟისორს საინტერესო პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.
,,მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ იდეისთვის. ჩვენ მხოლოდ წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე. სასიხარულოა, რომ ამ ფილმს გერმანიის საზოგადოება იხილავს, გაიცნობს ბოლნისს თავისი ისტორიული წარსულითა და თანამედროვეობით. იმედია ფილმი დაინტერესებას გამოწვევს და სურვილი გაუჩნდებათ ჩვენთან ჩამობრძანების“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
გამგებელთან შეხვედრის შემდეგ, გერმანელმა რეჟისორმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ერთად, გერმანელების მიერ აშენებული ღვინის ქარხანა და ისტორიული უბანი მოინახულა. სტუმრებმა გოთური სტილის სახლები და სარდაფები
ეს იქნება ფილმი, რომელიც დროს გაუძლებს
05/05/2016