ილია წინამძღვრიშვილის 180 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოა ზეიკიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა, სოფელ წინამძღვრიანთკარში, საზოგადო მოღვაწის, ქველმოქმედის საფლავი ყვავილებით შეამკეს, მის მიმდებარედ გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა და სასოფლო–სამეურნეო სკოლის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერეს.
ილია წინამძღვრიშვილის მიერ, 1883 წელს გახსნილი ისტორიული სასწავლების სრულ რეაბილიტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთი წელია ახორციელებს. საგანმანათლებლო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების სახელოსნოებით, ასევე ლაბორატორიებით აღიჭურვება, პრიორიტეტული გახდება მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა და კურსდამთავრებულთა დასაქმება.
კოლეჯის დამატებითი შენობების რეაბილიტაცია დაბა თიანეთსა და სტეფანწმინდაშიც მიმდინარეობს.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მანდატურის სამსახურის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები.
ილია წინამძღვრიშვილის 180 წლის იუბილე აღნიშნეს
04/05/2016