ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია

04/05/2016

ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია. გამოირიცხოს. ადგილზე არსებული ვითარება „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთა ერთად დაათვალიერა. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას. აქედან გამომდინარე, წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიამ შეაჩერა გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება და დაიწყო მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით. ამ გეგმის გათვალისწინებით დაიხურა ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებდა. დახურვის სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა. ასევე მდ. ყვირილას მხრიდან მოეწყო ქვანაყარი ბერმა, რათა მდინარის ადიდების შემთვევაში, ნარჩენების მდინარეში მოხვედრის საფრთხე გამოირიცხოს. ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0