თვალებში ნაცარს არავის შევაყრევინებთ

03/05/2016

მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს:
“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხარდაჭერით არავინ მოტყუვდება, ეს არაფერია, თვალებში ნაცარს არავის შევაყრევინებთ. თქვენ შეგვპირდით, რომ თუ ჩვენ გავჩერდებოდით და რადიკალურ ღონისძიებებს არ მივმართავდით საკონსტიტუციო შესწორება (რომელიც კრძალავს ე.წ. ერთსქესიანთა ქორწინებას) უპრობლემოდ დამტკიცდებოდა, გარანტიაც მოგვეცით რომ 113 ხმა მოგროვდებოდა. პირადად მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმ ხალხის წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვაზე გაჩერდნენ, არასოდეს მიცემული სიტყვისთვის არ მიღალატია, ამიტომ კეთილი ინებეთ და მოაგროვეთ 113 ხმა, შეასრულეთ შეპირება. მერწმუნეთ რომ ვინც იტყუება ბეწვის ხიდზე გადის და არჩევნები,დეპუტატობა და მინისტრობა კი არა,არამედ ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუხდება სანატრელი.ფარისევლობას არავის ვაპატიებთ!!!!!!!!!!”-აცხადებს ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0