ქრისტე აღდგა!

01/05/2016

მართლმადიდებელი სამყარო 1-ელ მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყო, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმახატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელსაც მომლოცველთა ჯგუფი თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტესს. ასევე, წაიკითხეს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირებმა მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილი პასქები და წითელი კვერცხები აკურთხეს.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც წელს 14 მარტს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0