ლანჩხუთში მცხოვრებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა სამედიცინო ეტლები მიიღეს.
სოფელ ჯურუყვეთში მცხოვრებ შუქრი ჭყონიასა და დავით გოგუას სამედიცინო ეტლები, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა ურუშაძესთან ერთად გადასცა.
„ დღეს შუქრი ჭყონიასა და ცხრა წლის დავით გოგუას ვესტუმრეთ, რომლებსაც სამედიცინო ეტლები პირადად გადავეცით. ისინი განსაკუთრებულ მკურნალობასა და რეაბილიტაციას საჭიროებენ. მე მათ მაქსიმალური დახმარება აღვუთქვი. მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასოციაცია ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ ორგანიზაციასა და ამერიკელ დონორებს. მათი მხარდაჭერით გურიაში 50 სტანდარტული ეტლი დარიგდა. სამომავლოდ მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ აღნიშნულ ორგანიზაციასთან კვლავ აქტიურად ვითანამშრომლებთ,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
სამედიცინო ეტლები ლანჩხუთში მცხოვრებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს
28/04/2016