ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ათობით პროექტი ხორციელდება.
დღეს სოფელ ერგეში (კაპანდიბის დასახლებაში) ჭაბურღილისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მირიან კვირიტიძე გაეცნო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მარიამ-ო.ბ. – 2016“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება: 149 756 ლარია. სოფელ ერგეში სამუშაოები 2016 წლის 14 მარტს დაიწყო და ამავე წლის 14 ივლის დასრულდება.
ობიექტზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა 65 ოჯახს მოეხსნება.
ერგეში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
28/04/2016