პარტიული სიების დაკომპლექტება ძირითადად თბილისელებით მოხდება

28/04/2016

თამაზ მეჭიაური მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ეთანხმება. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს პარლამენტში რეგიონების წარმომადგენლების სიმცირეს გამოიწვევს.

”მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, რამეთუ ეს გამოიწვევს მთლიანად პოლიტიკური ცენტრის თბილისში გადმოსვლას და, ფაქტობრივად, ძირითადად თბილისელებით მოხდება პარტიული სიების დაკომპლექტება. პარლამენტში ნაკლებად იქნება რეგიონების წარმომადგენლობა ასახული. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მათ ინიციატივას. რამდენად საკმარისი იქნება ეს მხარდაჭერა ვერ გეტყვით”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0