ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ბატონმა ზაზამ ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილა. მხოლოდ 2015 წელს სუფსაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 96 318 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 571 664 ლარი გამოიყო. სტიქიის შედეგად თავდაპირველად 101 495ლარი, ხოლო მეორე ეტაპზე 781 343 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 89 102 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია საყანე ფართობების შეღობვა, გარე განათების მოწყობა, მილხიდის მოწყობა და ა.შ. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 110 000 ლარი შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამომწურავი პასუხი გასცა. მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა კულტურის სახლი შენობის რემონტია, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ასევე მომავალში იგეგმება სუფსაში ახალი საბავშვო ბაღის აშენება.
ზაზა ურუშაძე სუფსის მოსახლეობას შეხვდა
28/04/2016