დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა

28/04/2016

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტ ჯანი პიტელას და ვიცე პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. ჯანი პიტელას განცხადებით, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათივე შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მიერ შესრულებული ვალდებულებები ცხადყოფს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას რაც შეიძლება, სწრაფად იმსახურებს. როგორც სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ალიანსი საქართველოსადმი მხარდაჭერას ყველა ევროპულ სტრუქტურაში დააფიქსირებს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებული ვითარებას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0