თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე “რუსთავი 2”-ის სა შპს “საქართველოს” სარჩელს განიხილავენ. მოსარჩელეები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, რომლის თანახმადაც, “რუსთავი 2”-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში იქნა ცნობილი. სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ პროცესი ტელეკომპანიის დირექტორ ნიკა გვარამიას დაატოვებინეს.
დეპუტატი თამაზ მეჭიაური სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული სარჩელის განხილვის საკითხს ეხმიანება. როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კიმიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, რადგან ”რუსთავი 2” კერძო კომპანიაა.
”სახელმწიფოსგან ”რუსთავი 2” ისედაც თავისუფალი იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი, იმდენად რამდენადაც, უფასო რეკლამას და პიარს მიკეთებენ სხვადასხვა შოუებით. მე მათი ოჯახებისთვის, ლუკმა-პურის მიწოდებას ვუზრუნველვყოფ. თუ ”რუსთავი 2”-ს მესაკუთრე შეეცვლება. მე აქედანვე ვთხოვ მას, რომ არ შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ასე, დამოკიდებული დატოვოს ”ნაციონალურ მოძრაობაზე“. მე რომ არ ვიყო, მათ საქმე აღარ ექნებათ. ისინი მე მიკეთებენ უფასო რეკლამას და ჩემგან არაფერი მიდის გარდა პირადი რეიტინგისა, რომელიც ”რუსთავი 2”-ისგან მოვიპოვე“, – განაცხადა მეჭიაურმა.