ქუთაისში ესტონეთის ქალაქ ტარტუს მერი ურმას კლასი, საქართველოში ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი და ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი იმყოფებიან. დელეგაციას ქუთაისში თან ახლავს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახლვლედიანი. ესტონელ სტუმრებს იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ქუთაისისა და ტარტუს ტურისტული პოტენციალის შესახებ შედგა პრეზენტაცია.
ესტონეთის დელეგაცია ქუთაისში
26/04/2016