ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავი დღეს ნიკოლაევის მოსახლეობასთან ერთად აჭარის დელეგაციის წევრებმაც აღნიშნეს.
დელეგაცია ტრაგედიის აღსანიშნავად გამართულ მიტინგს დაესწრო და პატივი მიაგეს დაღუპულთა გმირობასა და ხსოვნას. ზუსტად 30 წლის წინ, მსოფლიოში არნახული კატასტროფა დატრიალდა, რომლის შემდეგაც დროის ათვლა განისაზღვრა ტრაგედიამდე და მის შემდეგ პერიოდად. ათასობით ადამიანი თავისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად დაიძრა უკრაინისკენ, რომ კატასტროფის ლიკვიდაციაში ჩართულიყვნენ და ევროპისთვის რადიაციის გავრცელების საშიშროება თავიდან აეცილებინათ. სწორედ მათ, უშიშრად შესძლეს გადაერჩინათ მსოფლიო გამანადგურებელი კატასტროფისაგან.
ჩერნობილის კატასტროფა არის თანამედროვე მსოფლიოს ტრაგედია, რომელსაც უკურეაქციის გარეშე არ ჩაუვლია. აფეთქების შედეგები დღემდე იჩენს თავს საზაოგადოების სხვადასვა სფეროში ურთულესი დაავადებებისა და ანომალიების სახით . მათი გადაჭრა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო საზოგადოების ერთიანი ძალითა და თანადგომითაა შესაძლებელი.
მიტინგის შემდეგ აჭარის დელეგაციის წევრებმა ნიკოლაევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მოილოცეს.
ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
26/04/2016