პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დღეს შვიდგზის ზეთისცხებას შეასრულებს

26/04/2016

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება. როგორც prof-news-ს საპატრიარქოდან აცნობეს, შვიდგზის ზეთისცხებას ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეასრულებს.

შვიდგზის ზეთისცხების დროს მსახურებაზე ტაძრებში სასულიერო პირები შვიდჯერ კითხულობენ წმინდა სახარებიდან ადგილებს, კერძოდ, იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა ქრისტემ სნეულები და დავრდომილები.

მსახურების ბოლოს ტაძარში შეკრებილებს სასულიერო პირები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ზეთს უცხებენ. ზეთისცხება შეუძლია იმ პირებს, რომელთაც ნათქვამი აქვთ აღსარება და წმინდა ზიარება აქვთ მიღებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0