ჩვენმა ქვეყანამ საკანონმდებლო რეფორმების კუთხით დიდი ცვლილებები განიცადა

25/04/2016

იუსტიციის მინისტრი დღეს ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის მონაწილეებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. თეა წულუკიანის მოხსენება “დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია საქართველოში” აერთიანებდა იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გატარდა. მათ შორის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობისთვის და სხვა.
“ჩვენმა ქვეყანამ საკანონმდებლო რეფორმების კუთხით ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. ამ ცვლილებებმა საშუალება მისცა ქართველ ხალხს ევროკავშირისგან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისთვის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიეღო. საქართველოს მთავრობა ამ წარმატებას პარლამენტთან ერთად ვზეიმობთ, რადგან პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ევროპულ გზაზე წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. ქართველი ხალხი, მთავრობა, პარლამენტი, არასამათავრობო სექტორი, ვართ ერთიანი იმაში, რომ საქართველოს არჩევანი ევროპულია და ინსტრუმენტები ამ არჩევანის რეალიზებისთვის სხვებს შორის ასოცირების შეთანხმებაა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომიტეტი ორ დღიანი სხდომის დასასრულს რეზოლუციას მიიღებს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასოცირების კომიტეტი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0