ერთობლივი პროექტი “იმერი” დასრულდა

22/04/2016

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ერთობლივი პროექტი “იმერი” დასრულდა.
პროექტის ფარგლებში 9 მუნიციპალიტეტიდან პრობლემური დასახლებები შეირჩა, სადაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ აქტიური მოქალაქეებისათვის ტრენინგები ჩაატარა შემდეგ თემებზე: მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმაციის საჯაროობა, პრობლემათა ადვოკატირების მექანიზმები და ლობირება.
ხონის მუნიციპალიტეტში , პროექტის ფარგლებში,ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, ტელეკომპანია ,, რიონის ,, ეთერში საინფორმაციო დრო გამოეყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
პროექტის შედეგები მოწვეულ სტუმრებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ გააცნო.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვასილ ჩხენკელი და იმერეთის მხარის სხვა მუნიციპალიტეტებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0