ნატო განაგრძობს საქართველოს დახმარებას, რომელზეც რუსეთი კვლავ ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას, განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ ბულგარეთის დედაქალაქში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლაში ვერშბოუმ აღნიშნა, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.
„კრემლის ფარული ჩართულობა ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას „გაყინულ“ კონფლიქტებში ქმნის არასტაბილურობის გაურკვეველი დროით გახანგრძლივების საფრთხეს“, – განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაში რიგ ინსტრუმენტს იყენებს და საქართველოსა და უკრაინას ეხმარება პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში.
ალექსანდრ ვერშბოუმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს თანამშრომლობის გაუმჯობესებას საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის, რათა მოხდეს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.