სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რ/კ ჯანელიძეები“ მოინახულეს. კოოპერატივში ბოსტნეულსა და მწვანილს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ საბითუმო ბაზრებზე, ასევე შპს „ჰერბია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საექსპორტოდაც გადის.
2015 წლის ბოლო კვარტალში შპს „ჰერბია“-ზე გაყიდულმა მწვანილმა 34 319 ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარში ჰერბია-ს 114000, თებერვალში 17 925, მარტში კი 57188 ლარის პროდუქცია მიეწოდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 2015 წელს დაფუძნდა და ის ამჟამად 6 წევრს აერთიანებს.
ოთარ დანელია წყალტუბოში სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი მოინახულა
20/04/2016