საქართველოს საეკლესიო პროდუქცია ევროპაში

19/04/2016

ზაქარია ქუცნაშვილმა უხელმძღვანელა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე : „სამონასტრო პროდუქცია და მცირე მეწარმეები მართლმამიდებლურ სამყაროში” (ქ. სპარტა, საბერძნეთი).

კონფერენცია ჩატარდა მიმდინარე წლის 15-16 აპრილს ისტორიულ ქალაქ სპარტაში (საბერძნეთი). მასში მონაწილოება მიიღო 15 მართმადიდებელი ქვეყნის პარლამენტის და ეკლესიის წარმომადგენელმა. საერთაშორისო კონფერენციაზე პირველად იყო წარდგენილი საქართველოს საეკლესიო პროდუქცია. ევროპაში საქართველოს დელეგაციის მიერ წარმოდგენილი იქნა ალავერდის, ხაშმის, შავნაბადის, ნეკრესის და ატენის მონასტრების მიერ წარმოებული ღვინო და თაფლი, წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში ხელით ნაკეთები თექის 7 სახეობის პროდუქცია, წმინდა ექვთიმე ღვთის კაცის სკოლა-პანსიონში წარმოებული ქართული მინანქრის 23 სახეობის ნაკეთობა. წარდგენილმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული სამონასტრო პროდუქციის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია რამოდენიმე მიზეზის გამო. ეს ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული რელიგიის სამშობლოს ცნობადობის გაზრდას, სასარგებლო და ჯანსაღი, მათ შორის, კვების პროდუქტების წარმოებას, რელიგიური ტურიზმის განვითარებას და საბოლოო ჯამში ადამიანების დასაქმებას. სამონასტრო პროდუქცია დიდი ნდობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მისი სერთიფიცირების შემთხვევაში ევროკავშირთან დადებული თავისუფალი სავაჭრო სივრცე-ხელშეკრულების გამო საქართველოსთვის გახსნილი იქნება ნახევარმილიარდიანი ყველაზე მაღალი მსყიდველობისუნარიანი ბაზარი. დღეის მდგომარეობით, მართმადიდებლურ სამყაროში ყველაზე პოპულარულია ათონის წმინდა მთაზე (საბერძნეთი) წარმოებული საეკლესიო პროდუქცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0