მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზორვეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში მოეწყო გზის 760 მ. მონაკვეთი. პროექტის მიხედვით 2016 წელს დაგეგმილია 830 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტის საფარით კეთილმოწყობა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 369867 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს. მოასფალტების სამუშაოები სოფელ ზორვეთში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა პარალელურად ქალაქის რამდენიმე უბანსა და სოფელში ხორციელდება. მათ შორისაა გურამიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩები,სოფელი წიფლავაკე და კლდეეთი. დასრულების სტადიაშია სამუშაოები შორაპანსა და არგვეთაში. უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ბოსლევში განახლდება.
სოფელ ზორვეთში გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა
18/04/2016