იმედი მაქვს კონსენსუსი იქნება მიღწეული

18/04/2016

არა მგონია, რომ ჩვენი მთავრობა მატყუარა იყოს, თუ რაიმე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ეს უნდა აღმოიფხვრას, თორემ ის რომ ვინმემ ვიღაცა სპეციალურად მოატყუა, არა მჯერა, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. ის იმედოვნებს, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებთ არავითარი ჩიხური სიტუაცია არ შეიქმნება და საკითხი მშვიდობიანად დარეგულირდება.

„გადაწყვეტილება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიღებულია. ვფიქრობ, ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომ კომფორტული გარემო შეიქმნას, ერთი მხრივ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის, მეორე მხრივ, მოქალაქეებისთვის, რათა მათ არ დაერღვეთ ცხოვრების ნორმალური რიტმი და 6 თვის განმავლობაში, მათ შორის მედია, არ იყოს რეგულაციების პირობებში, ასე ეს ქვეყანა ვერ იცხოვრებს. იმედი მაქვს კონსენსუსი იქნება მიღწეული და ნორმალური ვადა იქნება არჩევნების სუბიექტებისთვის“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0