ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

16/04/2016

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, „BiKAl-442“-ის მოდელის პისტოლეტი, „BLOW MINI MOD. 2003“-ის მოდელის პისტოლეტი, 6 საბრძოლო ვაზნა და პრეგაბალინის შემცველი 1,5 გრ ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკა“ ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0