მე არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი გამოწვევაა დავამტკიცო, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერი არ ფიქრობს, რომ მას ამის დამტკიცება სჭირდება და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უფრო სერიოზული გამოწვევებია. ”ჩვენი მთავარი გამოწვევაა შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ და უსაფრთხო პირობებში შეძლონ დამატებითი შემოსავლების მიღება და საკუთარი ოჯახების უკეთესად უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დავძლიოთ ეს გამოწვევები”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.