მეოთხე წელია სენაკი მასპინძლობს მუსიკალურ ფესტივალს. ჟიურის თავმჯდომარე – მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი. ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.უკვე ტრადიციად ქცეულმა ფესტივალმა აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში თავი მოუყარა მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს და გამოავლინა უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსები.
,,სენაკი არტ ფესტივალი 2016’’ 19_დან 25 აპრილის ჩათვლით ისევ გაახარებს სენაკელ მსმენელს ჭეშმარიტი ხელოვნების დღესასწაულით.