სამთო და საზღვაო კურორტები, ეროვნული პარკები, კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმი – საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და გაცნობისთვის საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში კავკასიის მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა გაიხსნა.
საქართველოს რეგიონები, მათ შორის მცხეთა-მთიანეთი მისულ დამთვალიერებელს 3 დღის განმავლობაში გააცნობს მხარის ტურისტულ პოტენციალს. მათ საშუალება ეძლევათ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ პარტნიორებთან და მომხმარებლებს ადილზე შესთავაზონ სხვადასხვა კატეგორიის სამოგზაურო პაკეტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრის ქუმსიშვილის თქმით შემუშავებულია ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც ვიზიტორთა რიცხვს 11 მილიონამდე გაზრდის.
გამოფენაში საქართველოსთან ერთად მსოფლიოს 68 ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს.
ღონისძიება, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს Expo Georgia – ს ორგანიზებითა და თბილისის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე National Tourism Awards -ის მხარდაჭერით ტარდება.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობას, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების, მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მცხეთა – მთიანეთის მხარე საეთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე
15/04/2016