აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დე ფაქტო საზღვარზე ორი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან ზუგდიდის მცხოვრებლები – შოთა ბულია და ირაკლი ჯაპავა. ისინი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულები ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ ზემოქმედების ქვეშ იმოფებოდნენ და აფხაზეთის ტერიტორიაზე არაერთი დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ.
სოხუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულიას და ჯაპავას 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ისინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.