სოფელ მახინჯაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

14/04/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. სოფელ მახინჯაურის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოებს ტენდეში გამარჯვებული კომპანია „ნევ სტაილ ბილდინგი“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 363 300 ლარია გამოყოფილი. მახინჯაურის საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს კი 5 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0