„გამგებელი სკოლაში“ – პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გრძელდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მაჭახლის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. „სახელმწიგო ხელისუფლების კრიზისი მე-12 საუკუნის საქართველოში“ (დემეტრე I -სა და გიორგი III-ის მეფობის პერიოდში) ამ თემის ირგვლივ სკოლის მოსწავლეებმა და გამგებელმა 1 საათის განმავლობაში იმსჯელეს. ისტრიული ექსკურსი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საჯარო სკოლებში აღნისნული შეხვედრები ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება.
ნადიმ ვარშანიძე მაჭახლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
14/04/2016