„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგების მიხედვით „ქართულ ოცნების“ რეიტინგი 33,2%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ – 30,7%.
„ყველა კვლევა, რომელიც ტარდება, ეს არის შიდა კვლევები თუ სხვა, რომ ავიღოთ ბოლოს ჩატარებული არჩევნები მარტვილში, გარდაბანში, ცხადყოფს, რომ ერთადერთი ძალა ქვეყანაში, რომელსაც აქვს რეალური შანსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ეს არის პარტია „ქართული ოცნება“, – განაცხადა კალაძემ.