გიგლა აგულაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა

14/04/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა მომდევნო ოთხი წლის სტრატეგია განიხილეს. კერძო სექტორის განვითარება, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რეგიონული ურთიერთობები და ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, ეს ის საკითხებია რომლებზეც მხარეებმა იმსჯელეს.
EBRD-ის ინიციატივით, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სტრატეგიის ფარგლებში, მხარეები „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასა და კილმატის ცვილების ადაპტაციის გეგმას ერთობლივად შეიმუშავებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0