ოთხმხრივი მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ერევანში გაიმართა

13/04/2016

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი 13 აპრილს ერევანში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2015 წლის დეკემბერში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში მორიგi შეხვედრა გამართა.
მემორანდუმი ოთხ ქვეყანას შორის (ირანის ისლამური რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო) ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჰამიდ ჩიტჩიანი, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ლენოვ ეოლიანი, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრის შექმნაზე, ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე, კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირების მექანიზმებზე, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებაზე და სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ვიზიტი ერევანში ერთ დღიანია და ის საქართველოში 14 აპრილს დაბრუნდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0