რაგბის კლუბი დაბა მესტიაში

13/04/2016

დაბა მესტიაში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა საპილოტე ვარჯიში სპორტის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ სახეობაში, რაგბში.
სვანეთის ისტორიაში, დაბა მესტიაში პირველად ჩამოყალიბდა სარაგბო გაერთიანება.
სპორტული სარაგბო კლუბი “უშბა“, ჩამოაყალიბა აქტიურმა სვანმა ახალგაზრდამ, ირაკლი ნარსავიძემ, რომელმაც დაასრულა საქართველოს რაგბის კავშირის სამწვრთნელო კურსები და მოიპოვა I დონის მწვრთნელის ლიცენზია.
დაბა მესტიაში, სარაგბო გაერთიანების მხარდამჭერები არიან მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ა.(ა).ი.პ. მესტიის სპორტული გაერთიანება, სოციალური პროექტი „რაგბი აქაურობას“ და საქართველოს რაგბის კავშირი.
კლუბის ძირითადი მიზანია, რაგბის, როგორც სპორტის სახეობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ზემო სვანეთში. ახალგაზრდა თაობის აღზრდა სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.
ვარჯიშები ამიერიდან ჩატარდება, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 16:00 საათზე.
კლუბში მიიღებიან ნებისმიერი ასაკის მსურველები, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. კლუბში გაწევრიანება უფასოა. მსურველებმა მიმართეთ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, ან დაუკავშირდით მწვრთნელს, ირაკლი ნარსავიძეს – 598 500 711.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0