გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მე-5 გამოფენა გაიმართა

12/04/2016

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის “მერაბ ბერძენიშილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრ’’ – ში გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მე-5 საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა, სადაც 100-მდე ნამუშევარი იყო გამოფენილი.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი, საკმაოდ კრეატიული, პოზიტიური და საინტერესო მხატვრების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ნამუშევრები. მოხარული ვარ, რომ გურიას ასეთი პერსპექტიული მხატვრები ჰყავს. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მოწვევისთვის და ვუსურვებ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0