პრემიერის ინსტიტუტი შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებში და შეიქმნას არათანაბარი გარემო

12/04/2016

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ახალ ცვლილებებზე მსჯელობს, რომელიც პრემიერ-მინისტრს უფლებას აძლევს საარჩევნო სიაში ყოფნასთან ერთად თანამდებობაც შეინარჩუნოს.
მმართველ კოალიციაში განმარტავენ, რომ ცვლილება ქვეყანას თავიდან ააცილებს სამთავრობო პრობლემებს. უმცირესობის აზრით კი ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის თავისთავზე მორგებას ცდილობს. ცვლილებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, კოალიციის ყოფილ წევრ ანი მიროტაძესაც.

„პირადად გიორგი კვირიკაშვილს, მის პერსონას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს წარმოდგენილი ზოგადად ქართულ პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ახლა პერსონებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვლაპარაკობთ ინსტიტუტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებში და შეიქმნას არათანაბარი გარემო“- განაცხადა ანი მიროტაძე,

Tweet about this on TwitterShare on Facebook0