საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

12/04/2016

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ეუთოს საპრლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას დაესწრო, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა. ასამბლეის ბიუროს მუშაობის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა რეზოლუციების პროექტების განხილვა, რომლებიც საბოლოო სახით განხილული და მიღებული იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე თბილისში, რომელსაც საქართველო მიმდინარე წლის 1-5 ივლისს უმასპინძლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს გააცნო ეუთოს საპრლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების თაობაზე. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამდივნოს გაწეული დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო სამდივნოს შორის არსებული ძალიან აქტიური კომუნიკაციის შესახებ დაგეგმილი ღონისძიების წარმატებით ჩატარების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეს ვიზიტი ძალიან საინტერესო და საჭირო ვიზიტია, რადგან ბიუროს ამ სხდომის მიმდინარეობისას არის შესაძლებელი ასამბლეის სულისკვეთებით გავიმსჭვალოთ და ამაში აქ განხილული რეზოლუციების პროექტები დაგვეხმარა“. თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, შეეხო ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და მათი მოგვარების გადაუდებელ და აუცილებელ ასპექტებს.

გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთელ მოიწვია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 წევრი ქვეყნის პარლამენტარები თბილისში 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს მისაღებად.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, გიორგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0