საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, აწყურის ბიბლიოთეკას 300-მდე წიგნი საჩუქრდა გადასცა.
ამჯერად, ბიბლიოთეკა ძირითადად მხატვრული ლიტერატურით შეივსო. ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის მხრიდან წიგნების გადაცემის ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, პატარა პამაჯის საჯარო სკოლა 500 წიგნით დასაჩუქრდა.
„ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაა, რაიონის ბიბლიოთეკები ახალი წიგნადი ფონდით გავამდიდროთ, რათა ისინი ცოცხალი ორგანიზმი გავხადოთ და მკითხველს ახალი ლიტერატურა მივაწოდოთ. დაახლოებით ორ კვირაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისთვის კვლავ იგეგმება წიგნების ჩამოტანა“-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.