ტელეკომპანია ,,იბერია” ექსკლუზიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გადაღება, დუშეთის რაიონში მდებარე ბაზალეთის სასტუმრო კომპექსში ხდებოდა, კერძოდ საუბარია სასტუმროს 203-ე ნომერზე, სადაც სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული.
ტელეკომპანიის გადაცემა ,,პრიორიტეტის“ ჟურნალისტმა სოფო ხუციშვილმა სასტუმროს მფლობელი კახა გონგლაძე ჩაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ სასტუმროს ხშირად პოლიტიკოსებიც სტუმრობენ, თუმცა ის აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ფარული კამერის დამონტაჟების შესახებ.
სკანდალი: სასტურმო ,,ბაზალეთის“ 203-ე ნომერში პოლიტიკოსების პირად ცხოვრებას იღებდნენ
09/04/2016