ნოდარ ხადურმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

09/04/2016

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. უკვე 27 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სწორედ ამ თარიღიდან იწყება თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი, რომელიც სანუკვარია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. 9 აპრილის მძიმე წუთების გახსენებისას, მოვალენი ვართ პატივი მივაგოთ ჩვენი სამშობლოს საამაყო მამულიშვილების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ამავე დროს, 9 აპრილი არის საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის აღდგენისა და წინსვლის, ჩვენი ერთსულოვნების სიმბოლო და ამ დღეს დაღუპული გმირების თავგანწირვა გვავალდებულებს დავიცვათ საერთო მონაპოვარი, რასაც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო ჰქვია,“ – განაცხადა ხადურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0