ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა თელავში ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ პირადად აცნობეს. შეხვედრას მერის წარმომადგენელი დს. თელავის ტერიტორიულ ერთეულში გიორგი ყურაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი კიკნაძე ესწრებოდნენ.
ლესელიძის ქუჩის ქვედა მონაკვეთზე სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ასფალტის შემასწორებელი ფენა, სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მანქანით და ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დისკომფორტის შემცველია.
ჩვენთვის თითოეული ქუჩის კეთილმოწყობა და მასზე ზრუნვა პრიორიტეტია-ქალაქ თელავის მერია.