გამწვანების აქცია აჯამეთის აღკვეთილში

08/04/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
აჯამეთის აღკვეთილში, „Treepex”-ის პროექტის „დარგე ხე“ ფარგლებში, ქართული მუხის 300-მდე ნერგი დაირგო. პროგრამის ფარგლებში, „Treepex”-ის პროდუქციის შეძენისას, მყიდველი ავტომატურად ერთვება გამწვანების აქციაში. თითოეული პროდუქტის გაყიდვისას, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თითო ხე ირგვება. დღეს აქციის პირველი ეტაპი გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0