თუკი ქორწინების თემაზე რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება დადგება, პარლამენტი საკითხის გარშემო უნდა გაერთიანდეს

07/04/2016

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების პერსპექტივას არ გამორიცხავს.

ამასთან დაკავშირებით prof-news-სთან საუბრისას ვოლსკიმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში გაამახვილა ყურადღება.

“თუკი პარლამენტში 80 დეპუტატის აზრი გაზიარებული არ იქნება იმის შესახებ, რომ აღნიშნული თემა ტექნიკურ და ფორმალურ საკითხს არ წარმოდგენს, რომ ეს საკითხი რეალურად ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება, გარდა იმისა, რომ ჩვენს ტრადიციას და საუკეთესო მემკვიდრეობას პასუხობს… ჩვენ სწორედ ეროვნულ უსაფრთხოების თემაზე საპასუხოდ გადავწვიტეთ, რომ საკითხი ხელისუფლებამ აიღოს ხელში და მისი იურიდიული ნაწილი შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებაში, წინასაარჩევნო პერიოდში ამ თემის გარშემო ინტერპრეტაციები, დაპირისპირებები და სპეკულაციები არ მოხდეს. თუკი რეფერენდუმის ჩატარება საჭირო იქნება, ვფიქრობ, პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი ძალიხმევა უნდა გააერთიანოს“, – განუცხადა prof-news-ს გია ვოლსკიმ და აქვე დასძინა, რომ რეფერენდუმის ჩატარების საჭიროების დადგომას არ გამორიცხავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0