თამარ ტალიაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებათა ნორვეგიის ასოციაციის წარმომადგენელს შეხვდა

07/04/2016

ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებათა ნორვეგიული ასოციაციის წარმომადგენელს ბიორნ რანგევარს შეხვდა.
მხარეებმა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ,,გენდერული თანასწორობის ევროპული ქარტიის’’ საქართველოში იმპლემენტაციის თაობაზე იმსჯელეს და იმ გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების მიერ ქალთა უფლებების განმტკიცებისა და რეალიზაციის უზრუნველყოფისთვის იგეგმება.
შეხვედრაზე საუბარი გენდერული თანასწორობის სფეროში ევროპული ქვეყნების გამოწვევებს და მათი გადაწყვეტის ევროპულ გამოცდილებასაც შეეხო.
დღესვე შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საქართველოში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გატარებული წარმატებული რეფორმებისა და მიღებული პროგრესული კანონმდებლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
დასასრულს, მხარეები ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ერთად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის, ქალთა პოლიტიკურ ჩართულობის წახალისებისა და გენდერული თანასწორობის ევროპული სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0